ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენთვის სამართლიანობა წითელი ხაზია

ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენთვის სამართლიანობა წითელი ხაზია

„სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენ გვაქვს მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება რომელიც შედგება, სამართლიანი უნდა იყოს და ჩვენ, ბუნებრივია, ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით - რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას მოვაწერთ ხელს. წითელი ხაზია სამართლიანობა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.