მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა

მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა

რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა. რომელი ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები?! ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირადი ცხოვრების რამის გავრცელების?! - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები.

„9 წელი ვიყავი ხელისუფლებაში და ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადმე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიით გავრცელებულიყო კადრები ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფების დროს. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა იყოს და ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში, ეს არავინ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რამე სხვა მიზნებით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Katana . ეტყობა, მიშა ამგვარ რამეებს აცხადებს ხოლმე საკუთარი ფანებისთვის, რომლებსაც არავითარი კითხვები არ უჩნდებათ მის ალოგიკურ განცხადებებთან დაკავშირებით...

ფარულ ჩანაწერებს როგორ არ ვაკეთებდითო, მაგრამ "არავითარ შემთხვევაში, ეს არავინ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რამე სხვა მიზნებით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
:))
რა აზრი ჰქონდა ყველას მიყურადებას, ყველას საძინებელსა და ყველა სასტუმროს ნომერში კამერების დამონტაჟებას, თუ არასოდეს არაფრისთვის არ უნდა გამოგეყენებინათ ჩანაწერები?!
აბა, მანიაკი ხარ და თვითონ ტკბებოდი ამ ჩანაწერების ყურებითა და მოსმენით?
ამისთვის იხარჯებოდა ამხელა რესურსი და ამდენი სპეცმუშაკის ძალისხმევა?
აცნობიერებ მაინც, რას ლაპარაკობ? :))
4 წლის უკან
Maverick ტიტუუუუუუ! რაიო, რაიოოოო!
ვუსმენდითო?!
ფარულად ვიწერდითო?!
მარტო ჩვენ ვუყურებდით, სხვას როგორ ვანახებდითო?!
კი, კი, როგორ არა, "დაგიჯერეთ", როგორ არა!
4 წლის უკან