განწყობილები ვართ საიმისოდ, რომ შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკებების ეს რაუნდი. ვფიქრობ, საამისოდ მართალაც რეალურად მზად ვართ, ვიყოთ ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და კონსტრუქციულად განვეწყოთ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესია, მოლაპარაკება შედგეს.
„სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ოპოზიციაზე, ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება. შესაბამისად, თუნდაც ის მინიმალური მოთხოვნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული შინაარსის თაობაზე გარეთ არ გვესაუბრა, ამასთან მიმართებითაც არის გარკვეული მცდელობები, რომ ხელი შეეშალოს მოლაპარაკებას. თუმცაღა, ცდილობენ, ეს ყველაფერი გადააბრალონ ხელისუფლებას. ეს ასე არ არის. რეალურად, ნამდვილად მოწადინებულია და ეს ინტერესშია „ქართული ოცნების“, რომ მოლაპარაკება შედგეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.