ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი გამოეხმაურა ტექნიკურ ხარვეზს, რომლის გამოც გუშინ ტელეკომპანია „იმედის” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დროებით შეწყდა.
„სარეზერვო ფიდერზე გადასვლის მომენტში მოხდა ძაბვის მყისიერი შეწყვეტა სამაუწყებლო აპარატურაზე, რამაც, თავის მხრივ, სერვერების ავარიული გადატვირთვა გამოიწვია და ამას დასჭირდა დრო. ძალიან გაუმართლა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მოხდა „იმედის“ ფიდერზე, და არა რომელიმე სხვა ობსესიური ტელეკომპანიის ფიდერზე, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი კონსპიროლოგიური თეორიების ან მასობრივი ფსიქოზის მომსწრენი გავხდებოდით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.