კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ საყვედური ნამდვილად არ ეთქმის. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ წინ აქვთ იმის დამტკიცება, რომ ისინი ფიქობენ სახელმწიფოებრივად, როგორც ეს მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა, რამდენიმე დღის წინ. , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ კონსენსუსისთვის არათუ მზად ვართ, ამას ვახორციელებთ კიდეც. საარჩევნო რეფორმას, რომელიც წინა ფასილიტაციის პროცესშიც იყო საკითხთა შორის, უკვე ვახორციელებთ: პროექტი დაინიცირებულია, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, წინსწრებით, უკვე გათვალისწინებულიცაა და რამდენიმე დღის წინ, გავუგზავნეთ კიდეც ოდირს დასკვნისთვის. ასე რომ, ჩვენ საქმით ვამტკიცებთ კონსტრუქციულობას. ექვსიდან ერთ-ერთი პუნქტი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ესეც შექმნილია. ჩვენი ოპონენტები უნდა გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და იფიქრონ სახელმწიფოზე“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა..