ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით გაიზრდება დოზები და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 85 ათასი დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევრში ჩამოვა.
„შესაბამისი დადასტურება არის უკვე, რომ 85 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“. ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.
გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა „კოვაქსიდან“ , რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის“,-აცხადებს გამყრელიძე.