შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია COVID-19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ გამოცემა People-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია ვიქტორიას მეუღლე, პრინცი დანიელი და მათი შვილები, ესტელი და ოსკარიც.
ოჯახი თვითიზოლაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.