გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 და 14 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
805/806 თბილისი-ბათუმი 7:25 13:00 13:40 19:12
აქვე შეგახსენებთ კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.