მეგან მარკლის მამამ მასა და პრინც ჰარის ბოდიში საჯაროდ მოუხადა

მეგან მარკლის მამამ მასა და პრინც ჰარის ბოდიში საჯაროდ მოუხადა

გასული წლების განმავლობაში თომას მარკლი, რომელიც სასექსის ჰერცოგინიის მამა გახლავთ, ხშირად გამხდარა მოვლენათა სკანდალური განვითარების მიზეზი, რის გამოც ქალიშვილმა მასთან კონტაქტიც კი შეწყვიტა. როგორც გასულ წელს, რამდენიმე ცნობილი გამოცემა იწერებოდა, თომასს მედიასაშუალებებთან სკანდალური ინტერვიუებისთვის სოლიდურ თანხას უხდიდნენ, რაც სამეფო ოჯახისა და მეგან მარკლის პრესტიჟს აყენებდა საფრთხის ქვეშ.

ახლა კი, როგორც ჩანს, მან დანაშაულის გამოსყიდვა საჯაროდ გადაწყვიტა. ” მე ჩემი ქალიშვილი ძალიან მიყვარს. რომ მცოდნოდა მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ, აუცილებლად ვიქნებოდი მის გვერდით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მან გაწყვიტა კავშირი ოჯახთან. მან განაცხადა რომ მე დამკარგა, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ყოველთვის მენდომებოდა და მინდა მასთან ყოფნა, თუ ის ამას ისურვებს”.

მარკლმა ასევე ისაუბრა მისი და წყვილის ურთიერთობის შესახებ -“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ იმის გამო რაც დაახლოებით ორი წლის წინ გავაკეთე. რა თქმა უნდა, ვცდილობდი ამ ყველაფრის გამოსწორებას. ჟურნალებში მათ შესხებ ისტორიები სწორედ იმის გამო გავრცელდა, რომ მათგან არაფერი მესმოდა. მათ იციან სადაც ვცხოვრობ, ახლა ერთმანეთთან უფრო ახლოს ვართ, დაახლოებით 70 მილი გვაშორებს და მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე მათ და ჩემს შვილიშვილს”.