ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონა მასკის ქონება დღეში 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი იტყობინება.

ქონების ზრდა Tesla-ს აქციების ფასის მატებას უკავშირდება. ავტოგიგანტის კაპიტალიზაცია 106,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 646,6 მილიარდი შეადგინა. ასეთი შედეგები Tesla-მ ჩინეთში გაყიდვების ფონზე აჩვენა.

9 მარტის მონაცემებით, მასკის ქონება $174 მილიარდს შეადგენს. რეიტინგის პირველ ადგილს კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომლის ქონებაც 180 მილიარდით ფასდება.