შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პოლიტიკური მხარეები საერთო ენას აქამდეც გამონახავდნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„შეუძლებელია ვინმემ თქვას, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, რადგან სპეციფიური ხალხია. აქამდე რომ ყოფილიყო შესაძლებელი რამის მოგვარება და ამ ხალხისთვის რაიმე წმინდა არსებობდეს, აქამდეც იპოვნიდნენ საერთო ენას შეთანხმებისთვის, მაგრამ ჩვენ მთელი პროცესი ვნახეთ ამ თვეების განმავლობაში, სადაც მხარეები ეძებენ საბაბს იმისთვის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე მართლები აღმოჩნდნენ, ოღონდ თან ჩაშალონ შეთანხმება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.