ჩვენ იმის მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ, რომ იქ არ იყვნენ მხოლოდ ეკლესიის ინტერესებით დაკავებული ადამიანები, იქ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან, ეკლესიური ადამიანები ეკლესიის წინამძღვრის და რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრის მცდელობისას არ ავლენდნენ საეკლესიო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს, როდის გინახავთ, რომ მორწმუნე ადამიანი ეკლესიის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში“, - განაცხადა დეკანოზმა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.