ამა წლის 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის მმართველმა უმაღლესმა ორგანომ, წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობის შესაბამისად, ეპარქიის ყველა მღვდელმსახური ვალდებულია დაემორჩილოს წმინდა სინოდის განჩინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პირი სასჯელს ექვემდებარება, - ეს განცხადება პატრიარქის მდივანმა, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკვანმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევაა. ამიტომაც შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ. პროტესტის ნიშნად მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირების ჯგუფების მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა, მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში ტავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ შაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მოწვეული საეკლესიო კრება. აღნიშნული სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ადამიანები და ასევე ჟურნალისტები, გაფრთხილების მიუხედავად ძალმომრეობიტ შეიჭრნენ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, რასაც მოჰყვა აივნის მუაჯირის მორღვევა და ხუთი ადმაიანის დაშავება. ამ ფაქტის გამო, გამოვთქვამთ ჩვენს მწუხარებას. ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს ამბავი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა, საერთოდ არ შეესაბამებოდა მორწმუნეთა საქციელს. დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს ყოველგვარ უღირსობაზეა წამსვლელი. მათთვის კარგა ხანია სიცრუე, აგრესია, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და არა ღვთის შიში და რწმენა. ახლა უკვე ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან. ყველას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს ამას არც მალავენ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი და კერძოდ ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნეს და კეთილგონიერებას. ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები აღიკვეთება“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.
:)))
ალბათ, "ყოფილმა" დაავალა მრევლს: ყველა ერთად მიაწყდით - დიაკვნებიან-ჟურნალისტებიანად - რომ აივანმა ვერ გაგიძლოთ და მეორე სართულიდან პანტაპუნტით გადაცვივდეთო!..