მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის საპატიმროში ყოფნა არავის თვითმიზანი არ არის

მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის საპატიმროში ყოფნა არავის თვითმიზანი არ არის

კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის საპატიმროში ყოფნა არავის თვითმიზანი არ არის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ის შემთხვევა არ არის რამენაირად შეიძლება სარგებლობდეს „ქართული ოცნება“ ან რაღაც კომფორტულ გარემოში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია რომ არ იმყოფებოდეს საპატიმროში, უმარტივესი შესაძლებლობა ხელთ უპყრია თავად ოპოზიციას და ნიკა მელიას, მაგრამ ამას შეგნებულად არ ახორციელებენ.

„რაც შეხება კონკრეტული საქმის განხილვას, როგორ წარიმართება და როგორ მიმდინარეობს, ამაზე თვალის დევნება ყველას გვქონდა. ადგილი აქვს მცდელობას, რომ პოლიტიკური პატიმრობის ოლუზია შეიქნას და ამისთვის თავად ოპოზიცია ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს. სინამდვილეში, ის, რომ ნიკა მელია არ იმყოფებოდეს საპატიმროში, უმარტივესი შესაძლებლობა ხელთ უპყრია თავად ოპოზიციას, ნიკა მელიას, მაგრამ ამას შეგნებულად არ ახორციელებენ. რაც შეეხება სანქციებს, ამბობდნენ, არჩევნები გაყალბდა და ამის გამო სანქციები იქნებაო, აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბდა და საფრთხე არ არსებობს. თქვეს, პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მელია ციხეშია, პოლიტიკური მოტივი არისო.

დავსვამ კითხვას - მართლა ფიქრობენ, რომ როცა გირაო შესთავაზეს და არ გადაიხადეს, სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, ამ ყველაფერის გათვალისწინებით მიაჩნიათ, რომ მელია არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის საპატიმროში? ამას გამოვრიცხავ, რადგან იმდენად თვალსაჩინოა, რომ არ მგონია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი. ვინაიდან, ოპოზიციის მხრიდან ეს ფაქტი გამოიყენება პოლარიზაციისა და ესკალაციის მიზეზად, გასაგებია სურვილი, რომ ნიკა მელია საპატიმროში არ იყოს, რასაც ევროპელი პარტნიორები აცხადებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.