ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის შეიძლება მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის შეიძლება მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა

დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.