ბრიტანეთის დედოფალს კორგის ლეკვები აჩუქეს

ბრიტანეთის დედოფალს კორგის ლეკვები აჩუქეს

ბრიტანეთის დედოფალს „კორგის“ ორი ახალი ლეკვი ჰყავს.

ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაბედ II-ის ლეკვები მას შემდეგ აჩუქეს, რაც ის ბუკინგემის სასახლეში მარტო დარჩა. მისმა მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა გულზე ოპერაცია გადაიტანა და ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ლეკვები სასახლეში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან.

დედოფალს პირველი კორგი, სახელად სიუზანი 1944 წელს, 18 წლის იუბილეზე აჩუქეს. მას შემდეგ დედოფალს 30-მდე ძაღლი ჰყავდა.