ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ტვ პირველში" გასული შაბათის სიუჟეტის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე;
- ალეკო ელისაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს;
- "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ანასხლეტებს არ მოსწონთ პროკურატურის მიერ უკანონო ჩანაწერა/მიყურადებაზე საქმის აღძვრა და სახელისუფლებო ე.წ. ტერორის ბრიგადების გამოძიებას მოითხოვენ;
- ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შემოსვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი. მხოლოდ ქუჩიდან და ტელეეკრანებიდან პოლიტიკა არ კეთდება არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკურ ველზე;
- იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლასა და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.