პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია „მოქალაქეები”, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ალეკო ელისაშვილი როგორც მმართველ გუნდს, ასე ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ აუცილებელია, დადგინდეს ჩანაწერის პერიოდი და მისი ავთენტურობა.

„პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო, დროებითი კომისია. რათა დადგინდეს, ეს ჩანაწერი იყო თუ არა ავთენტური და ჩანაწერში საუბრის დროს ბატონი ჩუბინიძე და ღარიბაშვილი იკავებდნენ თუ არა თანამდებობებს. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ჩვენი ამ ინიციატივის რეალიზებაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.