მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც ქვეყანამ სახადივით გადაიტანა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც ქვეყანამ სახადივით გადაიტანა

მე ვფიქრობ, რომ წარსულ პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე მგონი, ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ. ეს ადამიანი არის იმ ძალიან ცუდი წარსულის სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც სახადი, ისე გადაიტანა. ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შემოქმედი იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ოპონენტებზე ყველანაირ კრიტიკას ერიდება, სააკაშვილზე მაინც იგივეს იტყვის.

„მე ვფიქრობ, რომ წარსულ პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე მგონი ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ. ეს ადამიანი არის იმ ძალიან ცუდი წარსულის სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც სახადი, ისე გადაიტანა. ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. მე დღეს, როდესაც ყველას მიმართ მართლა კონსტრუქციული ვიქნები, რადგან ამ მოლაპარაკებების პროცესში არ მინდა, რომ მიზეზი იყოს ჩემი რომელიმე ცუდი განცხადება, რომელიმე ოპონენტის მიმართ, მიხეილ სააკაშვილზე მაინც ამას ვიტყვი ყოველთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს არის წარსულის პლიტიკოსი, რომლის მმართველობა, როგორც სახადი, ისე გადაიტანა ამ ქვეყანამ“, - განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.