სოზარ სუბარი: საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, ეს ველურობაა

სოზარ სუბარი: საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, ეს ველურობაა

საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე, ეს უბრალოდ, ველურობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდო – როდესაც ისინი თავისი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ახორციელებენ და აქციებს ატარებენ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მოერიდონ პოლიციელების შეურაცხყოფას, მით უმეტეს, მათ ოჯახებზე, მათ შვილებზე, მათ მშობლებზე თავდასხმებს და შეურაცხყოფებს, ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს ნიშანი, ეს უბრალოდ, ველურობაა, ნუ ჩადგებიან მაინცდამაინც ამ კალაპოტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.