ირაკლი ზარქუა: მინისტრის მოსმენას ფორმალური ხასიათი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორს უსმენდნენ პარლამენტში

ირაკლი ზარქუა: მინისტრის მოსმენას ფორმალური ხასიათი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორს უსმენდნენ პარლამენტში

მინისტრის მოსმენას ფორმალური ხასიათი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორს უსმენდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღეს დაგეგმილი მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ ექნებათ კითხვები მინისტრთან, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებითაც.

„როცა ჩვენთან მოდიან მინისტრები, ხედავთ, რა მწვავე კითხვები ისმება, ჩვენ არ ვერიდებით და გვგონია და გვწამს, რომ დასამალი არაფერია. რასაც ვაკეთებთ, აკეთებენ მინისტრები ცალკეული გადაწყვეტილებებით, ამას აქვს ახსნა და ეს არგუმენტები ყველამ მოვისმინოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.