იამაიკაზე „რეგის“ ცნობილი შემსრულებელი ბანი უეილერი 73 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება.
მომღერლის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ადავმყოფობა გახდა. ბანი უეილერი გასული საუკუნის 60-იან წლებში საკულტო ჯგუფ The Wailers-ში რეგის მეფე ბობ მარლისთან ერთად გამოდიოდა, ჯგუფიდან წასვლის შემდეგ კი სოლო კარიერა დაიწყო.
ბანი უეილერი „გრემის“პრესტიჟული ჯილდოს სამგზის მფლობელი იყო.