უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ტილო „ალ-კუტუბიას მეჩეთის მინარეთი,“ რომელიც მან ფრანკლინ რუზველტს აჩუქა, მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ რეკორდულ ფასად გაყიდა.
CNN-ის ინფორმაციით, უცნობმა კოლექციონერმა ლოტში 8,28 მილიონი გირვანქა სტერლინგი (115 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა.
ნახატი ჩერჩილმა აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტს 1943 წელს აჩუქა. ტილო მემკვიდრეობით რუზველტის ვაჟს, ელიოტს გადაეცა, რის შემდეგაც მან რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. 2011 წელს „ალ-კუტუბიას მეჩეთის მინარეთი“, ანჯელინა ჯოლიმ 2011 წელს შეიძინა.