საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან, რაც შეეხება უკვე მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას, მასზე საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის ცვლილება მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ახალი სესხის აღებისას ის შეთავაზების ფარგლებში განსაზღვრული პირობებით სარგებლობას შეძლებს. სხვა ბანკში არსებულ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებული პირობები გავრცელდება.

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/renew

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვცდილობთ ბიზნესს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები და სერვისები საუკეთესო პირობებით და საჭირო დროს შევთავაზოთ. ამჯერად ბანკი იმ ბიზნესებს, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის გამო დროებით იყვნენ დახურული, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კვლავ განაახლეს საქმიანობა, სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ეს გულისხმობს ახალი სესხის შემთხვევაში მათთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზებას, რათა ბიზნესმა კვლავ შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს კიდევ უფრო მეტად დავუდგეთ გვერდით ბიზნესს და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

Dr Donald Hospital გამარჯობა!
Როგორ ხარ?
ამჟამად ჩემს საავადმყოფოს სამი (3) თირკმელის დონორი ესაჭიროება სასწრაფოდ ტრანსპლანტაციისთვის, თირკმლის თითოეულ დონორს ანაზღაურდება $ 550,000.00 აშშ დოლარი. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს სამგზავრო დოკუმენტებზე და ყველა ხარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი გადამოწმების შემდეგ. ჯანმრთელმა და ქმედუნარიანმა ორგანიზმმა უნდა დაუკავშირდეს ამ ელ.ფოსტას: dr.donaldh Hospital@gmail.com (dr.donaldh Hospital@gmail.com)
მხოლოდ სერიოზული დონორები, 100% გარანტირებული.
3 წლის უკან
Dr Donald Hospital გამარჯობა!
Როგორ ხარ?
ამჟამად ჩემს საავადმყოფოს სამი (3) თირკმელის დონორი ესაჭიროება სასწრაფოდ ტრანსპლანტაციისთვის, თირკმლის თითოეულ დონორს ანაზღაურდება $ 550,000.00 აშშ დოლარი. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს სამგზავრო დოკუმენტებზე და ყველა ხარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი გადამოწმების შემდეგ. ჯანმრთელმა და ქმედუნარიანმა ორგანიზმმა უნდა დაუკავშირდეს ამ ელ.ფოსტას: dr.donaldhospital@gmail.com (dr.donaldhospital@gmail.com)
მხოლოდ სერიოზული დონორები, 100% გარანტირებული.
3 წლის უკან