კახა კალაძე: არის მხარდაჭერა და მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი მოვახერხოთ

კახა კალაძე: არის მხარდაჭერა და მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი მოვახერხოთ

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭრა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა, ამას ყველა ხედავს. შესაბამისად, არის მხარდაჭერა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, თუნდაც, პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის - აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკური დიალოგის ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ევროკავშირის განცხადებით, გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით.