არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება

არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება

მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქამდე. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ 3 თვის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა.

„შეთანხმება და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამ ეტაპზე საპარლამენტო საქმიანობაში 2 ოპოზიციური პარტია - „ევროპელი სოციალისტების“ და „მოქალაქეები“ არის არის ჩართული.