არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

ოპოზიციას ვურჩევ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად დისკუსიის პარლამენტში გადატანა მიაჩნია.

„ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ვფიქრობ, პარლამენტში შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას, შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა მთლიანად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.