უენდი მორტონი: ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს

უენდი მორტონი: ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს

ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში უენდი მორტონი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

„დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს დავაფიქსირე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ უთანხმოება მოგვარდეს,“ - წერს უენდი მორტონი.