სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ჯგუფმა შეხვედრა გავმართეთ და ვესაუბრეთ ევროკავშირის ელჩს ჰარცელს. მან მოგვაწოდა ბოლო ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი რჩევაა - დაიხიეთ უკან, დამშვიდდით და დაიწყეთ ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი უნდა შედგეს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს პოლიტიკური კრიზისი ძალიან გულდასაწყვეტია და ის არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ.
„ეს დაიწყო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს არ შეესრულებინათ მანდატით დაკისრებული მოვალეობა, რაც მათ მიანიჭა იმ ხალხმა, ვინც ხმა მისცა არჩევნებში. საქართველოს სჭირდება რეფორების გაგრძელება, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო კოდექსი, მაგრამ ერთი პარტიით პარლამენტი არ არის პარლამენტი, როგორც ოპოზიციასთან ერთად. ხანდახან მესმის, რომ თუ ოპოზიციიას არ აქვს საკმარისი ადგილები, მაშინ მათ არ შეუძლიათ სხვადახვა საკითხი პარლამენტში ბოლომდე მიიყვანონ. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ თქვენ ყოველთვის გექნებათ ამ პროცესში ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა. როდესაც თქვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ინიციატივებს წარადგენთ, მაშინ ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა - საქართველოს მეგობრები აქ ვართ, ევროპარლამენტში. ყოველთვის ქართველ ხალხს წარმატებას ვუსურვებთ. რაც შეეხება ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ეს ყველაფერი თქვენს ხელშია. ეს არის ხალხის და პოლიტიკოსების ხელში. ამიტომ უნდა გააგრძელოთ რეფორმები და ეს ერთად გააკეთოთ. მოვუწოდებ ყველას, დაივიწყეთ პარტიული ინტერები და წინ დააყენეთ ხალხის ინტერესი“, - განაცადა მარინა კალიურანდმა.