თუ მხარეების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ მომავალი კვირა უფრო რთული იქნება. მე ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც ფიქრობენ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს არის პოლიტიკის წესი. მე რასაც საქართველოში ვხედავ, ეს არის პოლიტიკისგან განცალკევებული დიალოგი. დიალოგი კი პოლიტიკის ნაწილია. დიალოგი არაა მხოლოდ ევროკავშირის მოწოდება. ჩვენი წერილი დაიწერა მხოლოდ კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიუჩისმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, კომპრომისი ორივე მხრიდან უნდა იყოს და მმართველმა გუნდმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიემგზავრება საქართველოში და გვინდა მას ძალიან მკაფიო გზავნილები ჰქონდეს. იქნებ ამ ვიზიტის დროს შედეგს მივაღწიოთ. მან ორივე მხარეს უნდა მოუწოდოს ისაუბრონ, გამართონ დიალოგი და შეასრულონ ის, რაზეც შეთანხმდებიან. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიისთვის. თუ ერთი პარტია წააგებს, საქართველო წააგებს და ამიტომ დიალოგი უნდა შედგეს. კომპრომისი ორივე მხრიდან უნდა იყოს და მმართველმა გუნდმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიუჩისმა.