შალვა პაპუაშვილი: დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

შალვა პაპუაშვილი: დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონთანაც და ევროკავშირთანაც.

„ვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონთანაც და ევროკავშირთანაც. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს. დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას და ამ ფრაზას მოჰყვა - მაგრამ. სწორედ, ამ მაგრამზე გვაქვს საუბარი. ვფიქრობ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველასთვის ცხადი იყო, რომ პროცესი დაკავებით დასრულდებოდა. დაახლოებით, ორი კვირის წინ პროკურატურამ დააყენა საკითხი, რომ გირაოს გადახდა აუცილებელია, შემდეგ მოგვმართა პარლამენტს, შემდეგ - სასამართლოს და ყველა ნათლად ხედავდა, დასასრულს. ამ საქმეს აქვს ორი ასპექტი: სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივ შეფასებების ნაწილში ყველა ჩვენი პარტნიორი გვეთანხმება, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და ეს კონკრეტული აქტი იყო კანონიერი. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩვენი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, რაც არის შფოთი, მღელვარება და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო სურათი, როდესაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ციხეში უწევს გადაყვანა, განსაკუთრებით ამ ფორმით, როდესაც ის არ ემორჩილება კანონს. ამ დიდ სურათთან ერთად ჩვენ ხომ ვხედავთ, რა არის დეტალები და ამ დეტალებში მთავარია ის, რომელიც საერთო ჯამში ბაზისი საზოგადოების შეთანხმების, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და კანონის დარღვევას მოჰყვება რეაქცია. ეს ის მარტივი ჭეშმარიტებაა, რაზეც უნდა შეთანხმდეს ჩვენი საზოგადოება, ამიტომ რეაქციებიც ასეთია, ერთი მხრივ ყველა ხედავს, რომ ეს არის კანონიერი აქტი და კანონზე მაღლა არავინ დგას. თუკი ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში, ეს რუსეთია და თუ რამე იწვევს დესტაბილიზაციას ეს არის ქაოსი, კანონის დემონსტრაციულად დაუმორჩილებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

amo ყველაფერი მაინც კოჰაბიტაციის შედეგია ბ-ნო ბიძინა. ეს არ უნდა დაგეშვათ. ყველა გახმაურებულ საქმეზე შედეგი უნდა დადებულიყო. მაშინ დასავლეთი რას იზამდა? აღარ დაგვეხმარებოდა? მგონია, მაინც დაგვხმარებოდა, თუმცა შეიძლება ამას შეწირვოდით. მაინც, უნდა აღგესრულებინათ ხალხის მოთხოვნა. თუ, რა თქმა უნდა, თავიდანვე ამ პირობით "არ მოგიყვანეს".
4 წლის უკან