განწყობაც და დამოკიდებულებაც ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და არ აქვს მოლაპარაკებას ალტერნატივა. არასდროს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა, ამას მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აკეთებდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დიალოგით მივიდეთ იმ საკითხებამდე, რაც ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანია.
„განწყობაც და დამოკიდებულებაც ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და არ აქვს მოლაპარაკებას ალტერნატივა. არასდროს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა, ამას მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აკეთებდნენ. იყო გარკვეული საკითხი და ეს იყო სამართლის და კანონის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს და გვექნება. ვისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიალოგით მივიდეთ იმ საკითხებამდე, რაც მნიშვნელოვანია, არა რომელიმე პარტიისა და მისი კონკრეტული მიზნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.