საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა კი გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე, ხოლო მეორე დაადანაშაულოს, - ამის შესახებ განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა, იულიუს საბატაუსკასმა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.
ლატვიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ ჟიგიმინტას პავილიონისისგან განმარტებები ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა მოითხოვეს.
„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.