ნათია თურნავა: სტრატეგიული პარტნიორებისგან ჩვენ ვისმენთ იმას, რომ კანონი უნდა კანონობდეს

ნათია თურნავა: სტრატეგიული პარტნიორებისგან ჩვენ ვისმენთ იმას, რომ კანონი უნდა კანონობდეს

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება და რჩევა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, კანონი უნდა კანონობდეს და კონსტიტუცია ყველამ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ. კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ“, - განაცხადა თურნავამ მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საპასუხოდ.