ვასილ მაღლაფერიძე: სახელმწიფოს თუ ჩამოვშლით, რუსეთს გაუხარდება, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ დედამიწაზე ვინმე შავებს ჩაიცვამს, ამ ქვეყნის პატრონები ჩვენ ვართ

ვასილ მაღლაფერიძე: სახელმწიფოს თუ ჩამოვშლით, რუსეთს გაუხარდება, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ დედამიწაზე ვინმე შავებს ჩაიცვამს, ამ ქვეყნის პატრონები ჩვენ ვართ

სახელმწიფო არის ერთობა ადამიანების, რომელთაც აერთიანებთ კულტურა, უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ა.შ. სახელმწიფო არის ინსტრუმენტი, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა დაიცვას. დღეს ჩვენ რომ კანონების დაუმორჩილებლობა წესად ვაქციოთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ეს ჩაჯდება ჩვენს ფსიქიკაში, რომ არ მინდა და არ ვცნობ კანონს, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, უცხოელმაც, შინაურმაც, - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„თუ ჩვენ სახელმწიფოს ჩამოვშლით, ეს რუსეთს გაუხარდება, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ დედამიწაზე ვინმე შავებს ჩაიცვამს ამის გამო. ამ ქვეყნის პატრონები მხოლოდ ჩვენ ვართ. დღეს არ დაწყებულა საქართველო. ზოგს გონია, რომ ხუთი და 15 წლის წინ დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში საუკუნეების ისტორია აქვს. ერთ მშვენიერ დღეს თქმა იმისა, რომ, მოდი, მე ახლა ამას ჩამოვშლი, სინამდვილეში ყველას ჩაიყოლებს და ეს ტრაგედიაა იმისთვის, ვისაც აქ ცხოვრება უნდა. ჩრდილოეთიდან მომავალ ცივ ქარიშხალში ჩვენ მოკავშირეები გვჭირდება ამ სახელმწიფოს გასაძლიერებლად, მაგრამ მოკავშირეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ეს სახელმწიფო ჩამოგვეშალა, მერე რაღას დავიცავთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

amo დასავლეთშიც მაგრად ბნელა ხოლმე.
4 წლის უკან