ხალხი რომ ქუჩაში აღარ გამოდის, პირველ რიგში, ეს იმის სიმპტომია, რომ საზოგადოება ძალიან გაიზარდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან ბევრი რამ გააანალიზა. საზოგადოებამ გააანალიზა, ვისი ხელდასხმული იყო ეს „რევოლუციონერთა გუნდი“. ხალხს დასჭირდა იმის შეხსენება, რომ იგორ ივანოვის ხელდასხმული იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის დღემდე არაა გაშიფრული მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წლის თებერვალში მოსკოვში გამართული შეხვედრები.
„ხალხი რომ ქუჩაში აღარ გამოდის, პირველ რიგში, ეს იმის სიმპტომია, რომ საზოგადოება ძალიან გაიზარდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ხალხმა ძალიან ბევრი რამ გააანალიზა. საზოგადოებამ გააანალიზა, ვისი ხელდასხმული იყო ეს „რევოლუციონერთა გუნდი“. ხალხს დასჭირდა იმის შეხსენება, რომ იგორ ივანოვის ხელდასხმული იყო. დღემდე არაა გაშიფრული მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წლის თებერვალში მოსკოვში გამართული შეხვედრები. რა ლექცია წაიკითხა მან „მგიმოში“? რა ტიპის შეხვედრები და ურთიერთობები ჰქონდა „ეფესბეს“ მაღალჩინოსნებთან? რაზე ლაპარაკობდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე იმდროინდელ რუს კოლეგა სერგეი ივანოვთან? ეს ხომ ნონსენსია, რომ 2003 წლამდე საქართველოს უკვე გაცხადებული ჰქონდა თავისი მისწრაფება ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი პუნქტი ეხებოდა იმას, რომ 2004 წლის სექტემბრიდან რუსეთის გენშტაბის აკადემიაში სწავლება დაეწყოთ ქართველ ოფიცრებს. ეს ხომ წარმოუდგენელი აღრევაა?“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.