სახალხო დამცველი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული, - ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. ანალიტიკოსის თქმით, ხშირ შემთხვევაში ნინო ლომჯარია ტერმინების არცოდნასაც ავლენს.
„ჩვენ გვახსოვს, როდესაც პარლამენტში მიმდინარეობდა კომიტეტში განხილვა იმის შესახებ მოხსნილიყო თუ არა ბატონი მელიას იმუნიტეტი, სახალხო დამცველს ეგონა, რომ პარლამენტი იღებდა გადაწყვეტილებას მისი პატიმრობის შესახებ. მან არაერთხელ დაამტკიცა - ის არის ჩვეულებრივად მხარე და არანაირი სახალხო დამცველის პოსტი მას არ უკავია. ის არის მხარე, რომელიც არის მთლიანად შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მხოლოდ მისი ინტერესების ახორციელებს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, საკმაოდ ტენდენციურია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაც. ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში დღეს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ქვეყანაში სეპარატისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა აღიკვეთა.
„დღეს უბრალოდ შეწყდა მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომლებმაც სცადეს საქართველოს ტერიტორიაზე შეექმნათ სეპარატისტული სახელმწიფო, რომელსაც დაარქვეს „ნაცმოძრაობის“ შტაბ-ბინა, სადაც გამაგრდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდა, რომ მათთვის კანონები არ იქნებოდა და უარი უთხრეს სასამართლოს, უარი უთხრეს პოლიციას, უარი უთხრეს ამომრჩეველს და აპირებდნენ ეცხოვრათ თავიანთი წესებით. ეს არის ნადმვილი რეალობა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ნიკლეიშვილმა ხაზი პოლიციის პროფესიონალიზმსაც გაუსვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებები უფრო მშვიდი გახდება, რადგან ნატოსაც და ევროკავშირსაც უნდათ პარტნიორად იხილონ სახელმწიფო, როგორადაც ყალიბდება საქართველო - სადაც დაცულია კანონის უზენაესობა თანაბრად არის დაცული ყველა ადამიანთან მიმართებაში.