„ნაციონალურ მოძრაობას“ მალევე არ ჰქონდა მხარდაჭერა მისი ქმედებების გამო, - ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების მოპოვება სურს, ისევე როგორც ადრე ხელისუფლების შენარჩუნება უნდოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობის მხარდაჭერა მალევე არ ჰქონდა თავისი ქმედებების გამო. ამიტომ სულ იძულებული იყო მოეჭირა და მოეჭირა ჭანჭიკები. იმიტომ რომ უმცირესობას სხვა გზა არ აქვს. ბოლშევიკებიც ასე იქცეოდნენ და ამ ტიპის რეჟიმები ყველგან ასე იქცევიან ისტორიის განმავლობაში. როგორც კი არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა და გინდა რომ შეინარჩუნო მერე უნდა გადახვიდე (ძალადობაზე).ასევეა ამ ვითარებაში. ახლა რაც ხდება, მოდელია - როგორ უნდა მოიპოვოს უმცირესობამ ძალაუფლება, როცა მას ხალხი მხარს არ უჭერს“, - აღნიშნავს მაღლაფერიძე.
მან ყურადღება ოპოზიციის წარმომადგენლების რუსეთთან კავშირებზეც გაამახვილა.
„ღვთის მადლით, პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ყველას ვიცნობთ. და ადამიანები უტიფრად საუბრობენ ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, ვიდრე მათი პოლიტიკური ბიოგრაფიაა. მაგალითად, შეუძლიათ განუწყვეტლივ და ხმამაღლა ისაუბრონ რუსეთთან კავშირებზე. ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი აქ იბნევა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც (გვარს არ დავასახელებ) „პადრუჩკით“ დადიოდა იგივე პუტინთან ერთად, გამოდის და ამას გელაპარაკება. შენ, საზოგადოება ამას გაოგნებული უყურებ. ახლა მეორე - ადამიანები არიან სადიზმში შემჩნეულები და ამბობენ, რომ გადაცდომაზე ვისწავლეთ და ახლა უნდა მოვიდეთო“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ როცა საქმე სახელმწიფოს ეხება, არც ერთი ნაბიჯი უკან არ უდგა გადაიდგას.
„მაგიდას რომ ერთ ფეხს მოახერხავ კომპრომისის გამო, ის მაგიდა დაემხობა, იმ სამ ფეხსაც აზრი აღარ აქვს. ზოგი თუ ასე შევთანხმდებით, რომ მარჯვნივ ვივლით მანქანებით, და ზოგი მარცხნივ, ამას ვერ დათმობს ქვეყანა. სხვა, პროცენტი აქეთ იქნება, პროცენტი იქით იქნება, ნულოვანი ბარიერი იქნება თუ ერთპროცენტიანი, ამაზე შეიძლება შეთანხმება. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ვიქნებით. ზოგი მემარჯვენე იქნება, ზოგი მემარცხენე იქნება, მაგრამ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.