ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციას: იმის დრო არ არის, ერთმანეთს წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები ერთად გადავწყვიტოთ

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციას: იმის დრო არ არის, ერთმანეთს წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები ერთად გადავწყვიტოთ

ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება“ დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა - ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი მიიღონ, ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერი სახით მათთან ისაუბროს.

„ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონის აღსრულების შემდეგ მთავარი საკითხი რაც დგას, არის, გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას. ამას სჭირდება იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრით. დღეს იმის დრო არ არის, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ. ყველანაირი დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას - რუსეთს აწყობს. ნიკა მელიას ყველა ბერკეტი ჰქონდა იმის, რომ ციხეში არ წასულიყო, მაგრამ მან და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ციხეში წასულიყო. მელიას ციხეში წასვლა მათი გადაწყვეტილებაა და შედეგები საკუთარ თავზე უნდა იწვნიონ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.