გია აბაშიძემ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების რიტორიკა განმარტა. მისი თქმით, დილიდან უცხოური მედია წერდა იმის შესახებ, რომ საქართველოში მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დააკავეს, თუმცა სტატიებში არაფერი იყო ნათქვამი დაკავების მიზეზებზე. როგორც აბაშიძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ აღნიშნა, დღის მეორე ნახევრიდან, დიპლომატებისთვის საქმის არსი უფრო ნათელი გახდა და განცხადებების შინაარსმაც შეცვლა დაიწყო. მან „ფრონტერას“ საქმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟიც გაიხსენა.
„ხომ გახსოვთ, მაშინაც „ნაცმოძრაობა“ უნისონში ამბობდა: „ამერიკული კონგრესი“, „სანქციები“, „სანქციები“. სად არის ეს სანქციები? ახლაც იგივეს იმეორებენ. იგივე ბლეფით არიან დაკავებულები, ატყუებენ თავიანთ მიმდევრებს და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. საზოგადოება არ შევა შეცდომაში, იმიტომ რომ ათობით ტყუილი საერთაშორისო ასპარეზზე არ აღიქმება. და ის პოლიტიკური აქტორები თუ პოლიტიკანები ოპოზიციური ველიდან, რა ტრაგიკომიკურია, ერთი-ორი თვის წინ აგინებდნენ ამერიკის ელჩს, გერმანიის ელჩს, ისინი კი დიპლომატები არიან და ახლა ვალდებულები არიან შეხვდნენ იგივე პოლიტიკურ აქტორებს“, - განაცხადა აბაშიძემ.
მან ისიც აღნიშნა, რომ ლიეტუვაში უკვე გააკრიტიკეს სეიმის დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისის პოზიცია, რომელმაც მხარე დაიკავა მეგობრულ ქვეყანაში და „ნინო ლომჯარიასავით დადგა და დაიწყო „ქართული ოცნების“ კრიტიკა, რაც მიუღებელია.
„ცოტა მერე რომ ჩავეძიებით და რამდენიმე დღე რომ გავა რეალობა ნათლად გამოჩნდება საინფორმაციო ველში“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.