შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს

შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს. ეს წრე იწყება 1-ლი ნოემბრიდან, როცა მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა მაშინ, როცა შედეგები ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი. საკუთარი პოზიცია ვერაფრით რომ ვერ გაამყარეს, დაიწყეს საუბარი ისევ როგგარეშე არჩევნებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოჯადოებული წრის გარღვევის ორი შესაძლებლობა არსებობს - წარმოადგინონ მტკიცებულებები დროებით საგამოძიებო კომისიაში, ან მანდატები აიღონ და პარლამენტში ისაუბრონ ხარვეზებზე.

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებების რესურსი არის, ჩვენ ამისთვის ღია ვართ. ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე, იმაზე, რა გვაერთიანებს და იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ და საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ამისკენ იყო მიმართული, როცა ის საუბრობდა, რომ დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული უნდა ვიყოთ შეთანხმებისთვის და არა დაბულინგებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუშინდელი მდგომარეობით პროცესები დაუბრუნდა კანონის კალაპოტსა და ჩარჩოს, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ იქნება ქაოსი და უკანონობა, ამ შემთხვევაში, რთულია იყოს რაიმე შეთანხმება. საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი და საბაზისო საკითხია, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს. ეს წრე იწყება 1-ლი ნოემბრიდან, როცა მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა მაშინ, როცა შედეგები ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი. საკუთარი პოზიცია ვერაფრით რომ ვერ გაამყარეს, დაიწყეს საუბარი ისევ როგგარეშე არჩევნებზე. მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ და ამის გარღვევის ორი შესაძლებლობა არსებობს - წარმოადგინონ მტკიცებულება იმის, რომ არჩევნებზე არ აისახა მოსახლეობის ნება და ამის შესაძლებლობა აქვთ დროებით საგამოძიებო კომისიაში, ან მეორე მხრივ, რეალობას უნდა ჩახედონ თვალებში, მანდატი აიღონ და პარლამენტში შემოვიდნენ, აქ ვისაუბროთ ხარვეზებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.