ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებამ დღეს გაიარა ის ტესტი, რომ სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონსტიტუციური ბალანსი

ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებამ დღეს გაიარა ის ტესტი, რომ სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონსტიტუციური ბალანსი

ხელისუფლებამ დღეს გაიარა ის ტესტი, რომ სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონსტიტუციური ბალანსი. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ, რამხელა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, როდესაც ერთი ადამიანი კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფოს ფეხქვეს თელავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რამხელა საფრთხეს აარიდა თავი ქვეყანამ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო მხოლოდ სამი ძალა, რომელმაც შეძლო იმავე წესებით იმ რეალობაში შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა. ეს იყო 1918 წელს, შემდეგ - ეროვნული მოძრაობა და „ქართული ოცნება“ 2012 წელს. გასაგებია, რომ ხელისუფლებაში დემოკრატიულად მოსულ ძალას აქვს განსაკუთრებული დამოკიდებული ჰუმანიზმისადმი, განსაკუთრებულად უდგება პოლიტიკურ საკითხებს. დღეს ჩვენ შეგვეძლო იმის მიღება, რაც მოხდა 1921 წელს და 1991 წელს, როდესაც საზოგადოებამ ქუჩაში დაიწყო ძალაუფლების ძიება. ხელისუფლებამ დღეს გაიარა ის ტესტი, რომ სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონსტიტუციური ბალანსი. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ, რამხელა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, როდესაც ერთი ადამიანი კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფოს ფეხქვეს თელავს. ეს ძალიან კარგად იცის ნიკა მელიამ და, განსაკუთრებით, თემურ ალასანიამ, რომელიც იქიდან უკვეთავდა ზოგიერთ პოლიტიკანს იმას, რის გაკეთებასაც აქ მერე ისინი ცდილობდნენ. არ იქნება სამართლიანობა - არ იქნება მშვიდობა. არ შედგება სახელმწიფო და ვერც ნატო ან ევროკავშირი იქნება, ვინაიდან არავის არ სურს არაკონსტიტუციური წყობის ქვეყანა საკუთარი ალიანსის რიგებში“, - განაცხადა ქადაგიძემ.