საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ახლა მთელ საქართველოში მობილიზაცია და შეტევაა საჭირო.
„დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში! ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა! ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!“ - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.