არჩილ თალაკვაძე: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხი კანონი და კანონის პატივისცემაა

არჩილ თალაკვაძე: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხი კანონი და კანონის პატივისცემაა



არჩილ თალაკვაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
გულწრფელად მინდა გკითხოთ, თქვენ, რომელიმეს თუ მიგაჩნიათ, რომ ვითარების განმუხტვა და პრობლემის მოგვარება იმაში მდგომარეობს, რომ ვინმემ თავი გამოაცხადოს კანონგარეშე, პარლამენტზე შეტევა განახორციელოს და ცესკოს ოფისს თავს დაესხას?!მერწმუნეთ, რომ ეს არ არის გზა, რომელიც განმუხტავს ან სიტუაციას დაარეგულირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

„კარგად იცით, რომ ნიკა მელია სხვა რადიკალ ლიდერებთან ერთად მომხრე იყო დაპირისპირებისა და ძალადობის სცენარის და ისინი ცდილობდნენ, დაპირისპირებით დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას. ისინი ფიქრობენ, თითქოს ეს არის ქვეყნის განვითარების გზა. ეს არის შეცდომა და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამაზე ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხი არის კანონი და კანონის პატივისცემა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.