შეშფოთებული ვარ, იმით, რაც დღეს დილას მოხდა თბილისში, - ამის შესახებ Twitter-ზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს.
„ძალადობა არაა საშუალება, რომ პოლიტიკური უთანხმოება გადაიჭრას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები თავს დააღწევენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისს. თავშეკავება და დემოკრატია პროცესს გადაწონის“, - წერს გაბრეულიუს ლანდსბერგისი.