ირაკლი ღარიბაშვილი: ფაქტი, რომ ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი: ფაქტი, რომ ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა საქართველოს პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე - ჩვენი ქვეყნის მომავალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა, მმართველი გუნდი დიალოგს მიესალმება.

„ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, შესაძლოა, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის სათქმელი უნდა ისმოდეს. ჩვენი ხალხის დაკვეთაა მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ჩვენი ხალხის ინტერესების ირგვლივ გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციური ოპონენტების მხრიდან, ვგულისხმობ საინფორმაციო დესტრუციულ კამპანიას - თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, ძალიან მალე, ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ ყველა ამ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.