შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ყველა პოზიციაზე იყო წარმატებული, მათ შორის იმ კუთხით, რომ 2014 წელს მან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ყველა პოზიციაზე იყო წარმატებული, მათ შორის იმ კუთხით, რომ 2014 წელს მან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას

ჩვენ მაშინაც, როცა დასახელდა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, განვაცხადეთ, რომ ის არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი, იმ კუთხით, რომ არის ამ გუნდის დამფუძნებელი და ამ გუნდის ეგიდით იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ყველა ამ პოზიციაზე იყო წარმატებული, მათ შორის იმ კუთხით, რომ 2014 წელს მან ხელი მოაწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხდა. უმრავლესობის წევრმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც დეპუტატები დღეს მინისტრობის კანდიდატებს კითხვებს დაუსვამენ.

„კითხვები ძირითადად გვექნება იმაზე, ამ პერიოდში რამდენად წავიწიეთ წინ, დაისახა თუ არა გეგმები, მათ შორის მე პირადად მაინტერესებს 2024 წლის (ევროკავშირში წევრობის) განაცხადთან დაკავშირებით, იმ კონტექსტში, რასაც ჩვენი ოპონენტები დღეს აკეთებენ, რამდენად უშლის ეს ხელს ჩვენ მიერ განაცხადის გაკეთებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს.