ნატალია ჩუბინიძე: მიგრაციის საკითხი მრავალკომპონენტიანია და საჭიროებს მსჯელობას პროფესიონალურ და არა მხოლოდ ემოციურ ჭრილში, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევაში ხდება

ნატალია ჩუბინიძე: მიგრაციის საკითხი მრავალკომპონენტიანია და საჭიროებს მსჯელობას პროფესიონალურ და არა მხოლოდ ემოციურ ჭრილში, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევაში ხდება

მიგრაციის საკითხები ნამდვილად საჭიროებს სისტემურ სიღრმისეულ გაშუქებას და არა სპონტანურად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე და მხოლოდ ემოციურად“,- წერს ნატალია ჩუბინიძე,- ამის შესახებ ნატალია ჩუბინიძე, სპეციალისტი მიგრაციის მართვის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საკითხი არის მრავალკომპონენტიანი, საჭიროებს მსჯელობას პროფესიონალურ და არა მხოლოდ ემოციურ ჭრილში, როგორც სამწუხაროდ ეს ხდება უმრავლეს შემთხვევაში, ზედაპირულად.

რასაკვირველია თითოეულ ჟურნალისტს აქვს არათუ უფლება არამედ ვალდებულება ესათუის საკითხი განიხილოს გადაცემაში ისე, როგორც ეს მას წარმოუდგენია, თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში შრომითი მიგრაციის საკითხების გაშუქებისას ხდება.

თხოვნა მექნება თითოეული იმ ადამიანისადმი, ვისაც მართლა უნდა მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის საკითხების სრულფასოვნად გაშუქებაში, რაც უმნიშვნელოვანესია - ცოტაა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ საკითხს, ვალაპარაკოთ ის ადამიანები ვისაც პროფესიონალურად ეხება და შეუძლია სიცხადე შეიტანოს ვითარებაში. რა არის დიასპორის როლი ზოგადად, როგორ შეიძლება მოხერხდეს ისე, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, დიასპორელი ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, იყოს ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური, ამა თუ იმ საკითხის წარმატების თვალსაზრისით. აღნიშნულო კიდევ ერთხელ აჩვენა კორონავირუსის პანდემიისას საზრვარგარეთ მცხოვრები მედიკოსების უმრავლესობის კონსტრუქციულმა ჩართულობამ. ბოლოს, მიგრაციის საკითხები ნამდვილად საჭიროებს სისტემურ სიღრმისეულ გაშუქებას და არა სპონტანურად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე და მხოლოდ ემოციურად“,- წერს ნატალია ჩუბინიძე.