არის თუ არა სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მთავარი მოკავშირე - ანალიტიკოსების შეფასება

არის თუ არა სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მთავარი მოკავშირე - ანალიტიკოსების შეფასება

რა აკავშირებს რადიკალურ ოპოზიციასა და რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს. ამ თემაზე „იმედის კვირა“ ექსპერტებს გაესაუბრა. ანალიტიკოსების აზრით, მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცოდნენ რა პროვოკაციაზე წავიდოდა გავრილოვი 2019 წელს და ამ პროვოკაციისთვის მომზადებულები იყვნენ.

„გვარილოვის როლი, როგორც ამ პროცესების კატალიზატორის, ცემში უკვე ეჭვს აღარ იწვევდა, რომ შემთხვევითობასთან გვქონდა საქმე. ვინაიდან როდესაც კიდევ ერთი პროვოკაციის კატალიზაცია დასჭირდა იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ისევ გაიხსენეს დეპუტატი გავრილოვი, მათ ისევ გავრილოვს დაურეკეს, რათა ალბათ წინასწარ დაწერილი ტექსტის მიხედვით ეთქვა ის, რაც ითქვა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი

მსგავსი ეჭვები ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ ქადაგიძესაც აქვს.

„გავრილოვის განცხადებიდან დაახლოებით 5 წუთის ფარგლებში მოხდა სრული მობილიზება, როგორც 2019 წლის ივნისში. არ ვიცი, ან ის ტრანსპარანტები საიდან მოიტანეს, ან ამდენი ინფორმირებული აქტივი საიდან ჰყავდათ, რომ გავრილოვი ამას გააკეთებდა. იცოდნენ? ასე მოხდა ახლაც. ოპოზიციური სპექტრი იწყებს აპელირებას იმაზე, რომ ნიკოლოზ მელიას დაკავებასა და პოლიტიკურად განეიტრალებას გეგმავს ხელისუფლება გავრილოვის დაკვეთის“, - აცხადებს ქადაგიძე.