2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა დადასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი ასი წლის წინამორბედი.
„ამიტომ მინდა მივულოცოო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს მან მიიღო საქართველოს პარლამენტის სახელით. ეს მართლაც ეროვნული კონსენსუსის დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, ამ სიტყვებით იწყება მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონი სასწაულს უწოდებდა. რომელმაც ეროვნული კონსენსუსი უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტად ჩამოაყალიბა. ამ კონსტიტუციით, ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი მტკიცე და შეუქცევადი მიზანია. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ აღარასოდეს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების უფლებების დაკნინების ხარჯზე. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასოდეს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუ მმართველი. ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში და რომლებიც თავისუფლების და დემოკრატიის იდეებს, ოჯახს და ეკლესიას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.